კახა ჩხეტიანი - 26 მარტი უნდა იყოს დღე, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს და გააბედნიერებს #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - 26 მარტი უნდა იყოს დღე, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს და გააბედნიერებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი 26 მარტს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებს გამოეხმაურა.

„26 მარტი არის ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველოს ეროვნული ნაკრები ეთამაშება საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, U19 იმყოფება იტალიაში და გადამწყვეტი თამაში აქვს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო U17 ეთამაშება ქუთაისში დანიის ნაკრებს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გავა.

ჩემო ქუთაისელებო, ვინც იმყოფებით ქუთაისში და გიყვართ ფეხბურთი, ერთად მივიდეთ რამაზ შენგელიას სტადიონზე 17:00 საათზე და მხარი დავუჭიროთ U17 ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში. ყველას დავანახოთ, თუ როგორ გვიყვარს ქუთაისში ფეხბურთი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.

ვუსურვებ წარმატებებს ყველა ნაკრებს! ხვალ უნდა იყოს დღე, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს და გააბედნიერებს“, – წერს კახა ჩხეტიანი.