კაკაშვილი ვიტ ჯორჯიაში ჩაირიცხა
კაკაშვილი ვიტ ჯორჯიაში ჩაირიცხა

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 25 წლის ნახევარმცველი, კახა კაკაშვილი ჩაირიცხა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ვიტ ჯორჯიაში კახაბერ კაკაშვილი 26 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართული კარიერის მანძილზე კაკაშვილს ცხინვალში, რუსთავის მეტალურგში, საჩხერის ჩიხურაში და ნორჩ დინამოში უთამაშია. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი უცხოეთშიც თამაშობდა – 2016-2018 წლებში იგი ირანის უმაღლესი ლიგის გუნდ მაშინ საზიში ასპარეზობდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.