კაკას აზრით, მესი გენიალური ფეხბურთელია, რონალდო კი მანქანაა
კაკას აზრით, მესი გენიალური ფეხბურთელია, რონალდო კი მანქანაა

ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კაკამ მესი და რონალდო ერთმანეთს შეადარა. მან განაცხადა, რომ არგენტინელი საუკეთესო თვისებებს ფლობს.

„რონალდო თუ მესი? მესი, რა თქმა უნდა. ლიონელი გენიალური ფეხბურთელია, უდიდესი ტალანტი. მისი თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ. კრიშტიანო მანქანაა, მე მასთან მითამაშია. პორტუგალიელი ძალიან ძლიერია ფიზიკურად, იგი სწრაფი და ათლეტურია. რონალდო ყოველთვის გამარჯვებებისკენ ისწრაფვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ ორი არაჩვეულებრივი ფეხბურთელის ეპოქაში ვცხოვრობთ“, – ამბობს ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი.