კაკამ კარიერა დაასრულა
კაკამ კარიერა დაასრულა

ბრაზილიელმა ლეგენდამ, “ოქროს ბურთის” ყოფილმა მფლობელმა კაკამ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
“მივედი იმ აზრამდე, რომ დასრულების დრო მოვიდა. საბოლოო სიტყვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი კარიერა პროფესიული მოთამაშის რანგში დასრულებულია”, – განაცხადა კაკამ TV Globo-ს ეთერში.
ბრაზილიელს არაფერი უთქვამს სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ ადრე, “მილანის” ხელმძღვანელობამ მას სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.
კარიერის დიდი ნაწილი კაკამ სწორედ ამ კლუბში გაატარა (2003-09, 2014-14). გარდა ამისა, ნახევარმცველს “სან პაულუსა” და “რეალში” უთამაშია. მისი ბოლო კლუბი “ორლანდო სიტი” იყო, რომელშიც 72 მატჩში 22 გოლი გაიტანა.