კაკამ ბრაზილიურ ფეხბურთს მკაცრი განაჩენი გამოუტანა #1TVSPORT

13:58, 25.07.2026
Ricardo Izecson dos Santos Leite, known as Kaka, a former football player, poses for a portrait during the Formula 1 Grand Prix of Brazil at Autodromo Jose Carlos Pace in Sao Paulo, Brazil, on October 31, 2024. (Photo by Gongora/NurPhoto via Getty Images)

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კაკამ კომენტარი გაუკეთა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიელებმა ტურნირი მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულეს ნორვეგიასთან (1:2) წაგების შემდეგ.

„ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელის აზრით, ბრაზილია დღეს ჩამორჩება წამყვან საფეხბურთო ნაკრებებს. კაკას მიაჩნია, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებელია გრძელვადიანი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას.

„მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატამდე ოთხი წელია და ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ ბრაზილიური ფეხბურთის განვითარების პროექტის აღორძინებაზე.

მსოფლიო ჩემპიონატმა გვიჩვენა, რამდენად ჩამოვრჩებით სხვებს… უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პროექტზე, მათ შორის, ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობით.

უნდა ვცადოთ ბრაზილიური ფეხბურთისთვის მისი დნმ-ის დაბრუნება“, – განაცხადა კაკამ.

მსგავსი