კაკაბაძეს ტენერიფეზე შერმადინი დახვდა - ქართველებმა კუნძულზე ეროვნული დროშა გაშალეს
კაკაბაძეს ტენერიფეზე შერმადინი დახვდა - ქართველებმა კუნძულზე ეროვნული დროშა გაშალეს

„ახალ გუნდში გადასვლა არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა კარგია, როდესაც ახალ გარემოში შენი თანამემამულე გხვდება და ადაპტაციაში გეხმარება,“ – მახსენდება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრის, გიორგი შერმადინის კომენტარი სლოვენიურ „ოლიმპიაში“ გადასვლის შემდეგ. ახალგაზრდა გიორგის ლიუბლიანაში გამოცდილი ვლადიმერ ბოისა დახვდა. ეს იყო 2010 წელს.

გავიდა 20 წელი და გამოცდილი გიორგი შერმადინი ოთარ კაკაბაძეს ტენერიფეზე დახვდა. სანაკრებო მატჩების შემდეგ ესპანეთის ლამაზ კუნძულზე ჩასულ ოთარს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა უმასპინძლა და მასთან საქართველოს დროშით სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მეორე წელია, საკალათბურთო კლუბ „ტენერიფეში“ თამაშობს, გუნდის ლიდერია და თავს მშვენივრად გრძნობს. ოთარი კი საფეხბურთო კლუბ „ტენერიფეში“ ახლახან ჩაირიცხა და სწორედ სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდა ახალ გუნდს. იმედი დავიტოვოთ, რომ კაკაბაძეც ისევე კარგად მოერგება გუნდს, როგორც გიორგი შერმადინი საკალათბურთო „ტენერიფეს“.

აქვე მოგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს გიორგი სერმადინმა მცხეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიიღო.