კაკაბაძეს კოჭის ტრავმა აქვს - ჯვაროსნების მცველი რამდენიმე კვირა დაისვენებს
კაკაბაძეს კოჭის ტრავმა აქვს - ჯვაროსნების მცველი რამდენიმე კვირა დაისვენებს

ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრი მსვლელობისას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. 39-ე წუთზე ოთარ კაკაბაძე ლევან შენგელიამ შეცვალა, 51-ე წუთზე კი გუჯა ლობჯანიძის ნაცვლად თამაშში ბაჩანა არაბული ჩაერთო.

ლობჯანიძის ტრავმის სიმძიმეზე ჯერ არაფერია ცნობილი. რაც შეეხება ოთარ კაკაბაძეს, ტრავმა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ფეხბურთელმა მოედანი მხოლოდ ექიმების დახმარებით დატოვა.

„ჯვაროსნების“ მარჯვენა მცველი პირველი ტაიმის ბოლოს გახდა შესაცვლელი, როდესაც ორთაბრძოლის დროს ერთ-ერთმა ხორვატმა ფეხბურთელმა სრულიად უმიზეზოდ ფეხი დაადგა.

როგორც ჩანს, კაკაბაძე სერიოზულად დაშავდა – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობა მეტყველებს. სფფ-ს ცნობით, 24 წლის მცველს კოჭის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.