კაკაბაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - კალანდაძემ შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა და „კრაკოვიას“ გდანსკის „ლეხიასთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

საქართველოს ნაკრების მცველმა და „კრაკოვიის“ ქართველმა კაპიტანმა ექსტრაკლასას მე-3 ტურის შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ყვითელი ბარათი მიიღო (64-ე წუთზე), მატჩის ბოლოს კი მისი გადაცემის შემდეგ ფილიპ სტოიკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და კრაკოველებმა ქულა მოიპოვეს.

კაკაბაძის თამაში 7.4 ქულით შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ სტოიკოვიჩმა დუბლი შეასრულა, ოთარს, აიდინ ჰასიჩთან ერთად, გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

ამავე ტურში პლოცკისვისლაში“ შეცვლაზე ითამაშა სანდრო კალანდაძემ, რომლის გუნდმაც საშინაო კედლებში გლივიცესპაისტი“ 2:0 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა მცველმა 20 წუთზე მეტი ითამაშა და შეფასება 6.3 ქულა მიიღო.