კაკაბაძემ და მექვაბიშვილმა გაიტანეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და „კრაკოვიას“ „პუშჩას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

44-ე წუთზე კაკაბაძემ თანაგუნდელის გადაცემა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. მან საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.9 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

რუმინეთში თავი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა. კრაიოვის „უნივერსიტატიამ“ გასვლით მატჩში ბუქარესტის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა (მექვაბიშვილს ერთი საგოლე გადაცემაც აქვს).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 8.2 ქულით მატჩის MVP გახდა.