კაკაბაძემ და აშორტიამ გაიტანეს – მოსიაშვილი ყაზახეთის თასის მფლობელია [ვიდეო] #1TVSORT

01:30, 05.10.2025

პოლონეთის ექსტრაკლასაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – თორნიკე გაფრინდაშვილის „არკამ“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართაგან ერთადერთი ბურთი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა – ეს სეზონში მისი მეორე გოლია.

დიეგო დეისაძის „ტერმალიცამ“ შინ „ვიძევთან“ დაპირისპირება 2:4 დათმო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა შეცვლაზე 12 წუთი ითამაშა.

შვედეთის სუპერეტანში ​საბა მამაცაშვილის „კალმარმა“ „ბრაგე“ გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 83 წუთი ითამაშა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ​ოფი-მ შინ „არისს“ 3:0 მოუგო. ლევან შენგელიას დისკვალიფიკაციის გამო ოფი-ს შემადგენლობაში არ უთამაშია. ივა გელაშვილმა კი 90 წუთი ჩაატარა „პანსერაიკოსში“, რომელმაც შინ „ასტერასს“ 2:1 სძლია.

ისრაელის ჩემპიონატში ლუკა გადრანისბეითარიფეთახ-თიკვას „ჰაპოელთან“ 0:1-ს აგებდა და 35-ზე წუთზე 10 ფეხბურთელით დარჩა, პლუს პენალტი ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, საბოლოოდ 5:2 მოიგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ცოტნე მოსიაშვილი ყაზახეთის თასის გამარჯვებულია. ქართველი ნახევარმცველის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკა იმნაძის „ორდაბასს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. იმნაძემ 80 წუთი ითამაშა, მოსიაშვილი კი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.

უზბეკეთის ჩემპიონატში ნიკოლოზ მალისა და იმედა აშორტიასბუნიოდკორმა“ „ნასაფთან“ საკუთარ მოედანზე ფრედ, 2:2 ითამაშა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, აშორტიამ კი მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა.

მსგავსი