კაკაბაძემ ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა - კაცნაკლული „კრაკოვია“ „იაგელონიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კაკაბაძემ ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა - კაცნაკლული „კრაკოვია“ „იაგელონიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, მაგრამ კაცნაკლულმა „კრაკოვიამ“ „იაგელონიასთან“ გასვლით მატჩში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:5 დამარცხდა.

ექსტრაკლასას მე-4 ტურის შეხვედრაში გოლები სწრაფად გავიდა. სტუმართა გოლს მასპინძლებმა ოთხ წუთში ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მე-20 წუთზე „კრაკოვია“ კაკაბაძემ დაწინაურა, რომელიც ამ მატჩში, ტრადიციულად, მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა.

„კრაკოვიას“ პირველ ტაიმის ბოლოს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მასპინძლების კარში დანიშნული პენალტი მაიგარდმა ვერ გამოიყენა. „იაგელონიამ“ კი თავისი შანსით 55-ე წუთზე ისარგებლა – თერთმეტმეტრიანი საჯარიმოთი პულულუმ წონასწორობა აღადგინა.

შესვენების შემდეგ „კრაკოვიასთვის“ მოვლენები ცუდად განვითარდა. 69-ე წუთზე პერკოვიჩი გააძევეს, რითიც „იაგელონიამ“ კარგად ისარგებლა და რომანჩუკის, პოზოსა და როლისის მიერ გატანილი ბურთებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.