კაკაბაძე „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „მალაგას“ ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანურ გუნდში 2020 წელს გადავიდა, მაგრამ დიდი ხანი სათადარიგოთა შორის ხვდებოდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა მას შანსი მხოლოდ ბოლო დროს მისცა – წინა ტურში შეცვლაზე ათამაშა, ბოლო მატჩში კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ეს დეკემბრის შემდეგ პირველად მოხვდა. რაც მთავარია, კაკაბაძემ ნდობა გაამართლა და კარგად ითამაშა.
ანგარიში „მალაგას“ მცველმა ლუის მუნიოსმა 23-ე წუთზე გახსნა. „ტენერიფე“ არ დანებდა და მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე, რამონ ფოლჩმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
30 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ში 40 ქულით მე-11 ადგილზეა. გუნდს თეორიულად ჯერ კიდევ აქვს შანსი, ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლოს, რადგან გადასასვლელი მატჩის ზონაში მყოფ „რაიო ვალეკანოს“ 6 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი.
ამ მატჩის შემდეგ ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა, რომელიც 22 მარტს თბილისში დაიწყება. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოემზადებიან.
🌐 @KakabadzeOto has been called up by #Georgia🇬🇪 for the following #WorldCup2022 qualifiers:
🛫 25/3 🇪 🆚 🇬🇪 (📍 #Solna).
🏘️ 28/3 🇬🇪 🆚 🇪🇸 (📍 #Tbilisi).
🛫 31/3 🇬 🆚 🇬🇪 (📍 #Saloniki).#InternationalCDT pic.twitter.com/xKl06CB8mC— CD Tenerife (@CDTOfficialEN) March 17, 2021