კაკაბაძე პოლონეთში საგოლე გადაცემით დაბრუნდა - „კრაკოვიამ“ „რადომიაკი“ დაამარცხა #1TVSPORT
კაკაბაძე პოლონეთში საგოლე გადაცემით დაბრუნდა - „კრაკოვიამ“ „რადომიაკი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ოთარ კაკაბაძე პოლონეთში დაბრუნდა და „კრაკოვიაში“ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მისმა გუნდმა კი გასვლაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო (2:0).

კრაკოვია“ ექსტრაკლასას მე-11 ტურში „რადომიაკს“ ესტუმრა, რომელსაც ამ ტურამდე კრაკოველების მსგავსად 14 ქულა ჰქონდა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე იაკუბ მიზორმა გახსნა, 73-ე წუთზე კი ბენიამინ კალმანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კაკაბაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 65-ე წუთზე პირველი გოლის ავტორის, მიზორის ნაცვლად შევიდა, რვა წუთში კი ფინელ თავდამსხმელს, კალმანს საგოლე გადაცემით დაეხმარა. ეს მიმდინარე სეზონში ქართველი მცველის პირველი შედეგიანი გადაცემა იყო.

ოთარ კაკაბაძე სექტემბერში საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული და ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან (2:0) და გიბრალტართან (2:1) მოგებული შეხვედრები შეუცვლელად ჩაატარა.

11 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 17 ქულა დააგროვა და პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.