კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასას) ოფიციალურმა ვებგვერდმა 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე დაასახელა.

ოთარ კაკაბაძემ ტრავმის შემდეგ „კრაკოვიაში“ პირველად ითამაშა და გუნდში ჩარიცხვიდან დღემდე საუკეთესო მატჩი ჩაატარა – კრაკოველებმა „სტალ მიელეცი“ 2:1 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების მცველი კი შეხვედრის მთავარი გმირი გახდა.

ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მცველი „კრაკოვიას“ სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. კაკაბაძემ 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 85-ე წუთზე მისი პასით „კრაკოვიას“ მაკუჩიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ კლუბის სოციალურ ქსელში 27 წლის ქართველი მცველი რობინ ჰუდად მონათლეს.