კაკაბაძე „კრაკოვიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს - ქართველი ფეხბურთელით „კრემონეზე“ დაინტერესდა #1TVSPORT
კაკაბაძე „კრაკოვიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს - ქართველი ფეხბურთელით „კრემონეზე“ დაინტერესდა #1TVSPORT

სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, შესაძლოა, ოთარ კაკაბაძე იტალიის სერია B-ს გუნდში, „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი გახდეს, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Meczyki.pl-ი ავრცელებს.

„წლის დასაწყისში „კრაკოვია“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. კლუბს ახლა ოთარ კაკაბაძის შენარჩუნება სურს. გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც ქართველ მცველს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. შემოდგომაზე კაკაბაძემ 12 მატჩი ჩაატარა „კრაკოვიას“ შემადგენლობაში.

ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება ეწურება, სხვა კლუბების ინტერესსაც იწვევს. ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება სერია B-ს ბინადარ „კრემონეზეს“ სურს. იტალიური კლუბი ქართველის უფასოდ დამატებას იმედოვნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მოვლენების ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, „კრაკოვიას“ ინტერესებს არ შეეფერება.

„კრემონეზე“ ამჟამად იტალიის სერია B-ში მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსანს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ასე რომ, კაკაბაძისთვის ეს ტრანსფერი მომდევნო სეზონში სერია A-ში პოტენციურ ასპარეზობას შეიძლება ნიშნავდეს“, – წერს პოლონური გამოცემა.