კაკაბაძე კარიერას პოლონურ „კრაკოვიაში” გააგრძელებს - მას ქართულ საცხობში განსაკუთრებული საჩუქარი დახვდა [ვიდეო] #1TVSPORT
კაკაბაძე კარიერას პოლონურ „კრაკოვიაში” გააგრძელებს - მას ქართულ საცხობში განსაკუთრებული საჩუქარი დახვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონურ „კრაკოვიაში” გააგრძელებს, – ინფორმაციას პოლონური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის „კრაკოვიას“ დაცვა ზაფხულში კიდევ ერთი ტრანსფერით გაძლიერდა. საქართველოს 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ფეხბურთელი გახდა! პოლონეთის უძველესი კლუბის ახალწვეული ყველაზე წარმატებული ქართული გუნდის, „დინამო თბილისის“ აღზრდილია“, – წერია პოლონური კლუბის ვებ-გვერდზე.

კაკაბაძე პირველად უცხოეთში 21 წლის ასაკში, ლა ლიგა 2-ის ტარაგონასხიმნასტიკში“ გადავიდა. მერე ესპანეთიდან ექვსთვიანი იჯარით დანიის „ესბიერგში“ მიიწვიეს. 2017 წლის ზაფხულში ტარაგონაში დაბრუნდა. 2017/18 წლების ახალგაზრდა ქართველი მცველი შვეიცარიის სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „ლუცერნის“ მოთამაშე გახდა და ტრავმების მიუხედავად, სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა. შემდეგ კაკაბაძე დაბრუნდა ესპანეთში, ამჯერად „ტენერიფეში“ და გუნდი დატოვა.

პოლონური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველმა მცველმა „კრაკოვიასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერთან დაკავშირებით „კრაკოვიასპრეს-სამსახურმა ქართული მუსიკით გაფორმებული სახალისო ვიდეო დაამზადა.

კაკაბაძე კრაკოვის ქართულ საცხობში შედის და კითხულობს – „გამარჯობა, განსაკუთრებული საჩუქარი უნდა დაეტოვებინათ ჩემთვის“.

ქართველმა გამყიდველმა კი „კრაკოვიას“ მაისური გადასცა – „ეს არის თქვენი საჩუქარი. მშვიდობაში და წარმატებები“.