კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა - ქართველი „ტენერიფეში“ ითამაშებს
კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა - ქართველი „ტენერიფეში“ ითამაშებს

ოთარ კაკაბაძე „ტენერიფეს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა – საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული „ლუცერნის“ 25 წლის მცველზე ინფორმაციას ესპანეთის პრიმერადივიზიონის კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ კაკაბაძე სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. „ტენერიფეს“ ახალი მცველი გუნდს შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის „ლუცერნიდან“ შეუერთდება და გუნდში 2020/2021 სეზონში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ამრიგად, ოთარ კაკაბაძე უბრუნდება ესპანურ ფეხბურთს, სადაც იგი ძალიან კარგ დონეზე თამაშობდა ტარაგონასხიმნასტიკში“, რომლის ფორმაც 47 ოფიციალური მატჩში (1 გოლი) მოირგო“, – წერს „ტენერიფეს” ოფიციალური ვებ-გვერდი.

„დინამო თბილისის“ გაზრდილი მცველი კატალონიურ გუნდში 2016 წელს გადავიდა. მერე დანიურ „ესბიერგში“ იჯარით გამოდიოდა (ნახევარ სეზონში 18 ოფიციალური მატჩი და 1 გოლი). „ლუცერნში“ კი 43-ჯერ ითამაშა.

„კაკაბაძე ძალზე პრაქტიკული ფეხბურთელია, მონდომებული და სწრაფი. მას შემტევი ამოცანების შესრულებისა და ბურთის კარგი კონტროლის უნარი გააჩნია. გარდა ამისა, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და ის კუნძულზე ჩამოვა უაღრესად მოტივირებული, რადგან გუნდის სპორტულმა დირექტორმა ხუან კარლომ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა. გუნდი მიესალმება ოთარ კაკაბაძეს და უსურვებს მას სპორტულ და პირად წარმატებებს,“ – წერს „ტენეტიფეს” ვებ-გვერდი.