კაირი ირვინგს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა
კაირი ირვინგს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა

„ბრუკლინმა“ 2019-2020 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე, გუნდში ძირეული ცვლილებები მოახდინა. „ნეთსის“ წევრები გახდნენ კევინ დურანტი და კაირი ირვინგი, თუმცა ამ ორი ვარსკვლავის გამოყენებას „ბრუკლინი“ მომდევნო სეზონამდე ვერ შეძლებს.

კევინ დურანტს, მოგეხსენებათ ფეხის მძიმე ტრავმა აქვს, რომელსაც დღემდე მკურნალობს. კაირი ირვინგმა მიმდინარე სეზონზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მხრის ტრავმის გამო, მისთვისაც 2019-2020 წლების სეზონი ნაადრევად დასრულდა.

როგორც „ბრუკლინმა“ გამოაცხადა, ირვინგს მხარზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მისთვის ოფიციალურად სეზონი დასრულებულია.