კაირი ირვინგის 50 ქულამ „ბრუკლინს" ვერ უშველა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სტარტი აიღო 2019-20 წლების რეგულარულმა სეზონმა.

დღეს სხვადასხვა ქალაქებში სულ 11 შეხვედრა ჩატარდა. „ბრუკლინმა” საკუთარ არენაზე „მინესოტას” უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში ოვერტაიმიან მატჩში 1 ქულის სხვაობით 126-127 დამარცხდა.

„ნეთსის” ახალწვეულმა კაირი ირვინგმა საკუთარ გუნდს 50 ქულა შესძინა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

მინესოტელთა რიგებში საუკეთესო კარლ ენტონი ტაუნსი იყო, რომელმაც 36 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

21 ქულით დაასრულა შეხვედრა ენდრიუ ვიგინსმა. სამწუხაროდ არ შედგა გოგა ბითაძის დებიუტი ოფიციალურ მატჩში. „ინდიანამ” „დეტროიტთან” საკუთარ არენაზე 110-119 წააგო.

შარლოტი – ჩიკაგო 126-125

ორლანდო – კლივლენდი 94-85

მაიამი – მემფისი 120-101

ფილადელფია – ბოსტონი 107-93

დალასი – ვაშინგტონი 108-100

სან ანტონიო – ნიუ იორკი 120-111

იუტა – ოკლაჰომა 100-95

ფინიქსი – საკრამენტო 124-95

პორტლენდი – დენვერი 100-108

დატოვე კომენტარი