კაირი ირვინგი პლეი ოფების დაწყებამდე რამდენიმე თამაშის გამოტოვებას გეგმავს
კაირი ირვინგი პლეი ოფების დაწყებამდე რამდენიმე თამაშის გამოტოვებას გეგმავს
ბოსტონისთვის 2018/19 სეზონი არასტაბილურად მიმდინარეობს. დიდი ალბათობით სელტიკსი სახლის მოედნის უპირატესობას მხოლოდ პლეი ოფის პირველ რაუნდში მოიპოვებს. ბრედ სტივენსის გუნდის ლიდერმა კაირი ირვინგმა განაცხადა, რომ ის რეგულარული სეზონის დარჩენილ ნაწილში საკუთარ თავს არ დატვირთავს და პლეი ოფისთვის მოემზადება. ირვინგმა მიმდნარე სეზონზე 71 გამართული შეხვედრიდან 59-ში მიიღო მონწილეობა. 12 მატჩი კაირის მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.
შეგახსნებთ, რომ გასულ წელს სელტიკსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მხოლოდ მეშვიდე შეხვდრაში დათმო სერია კლივლენდთან და ეს ყველაფერი კაირის გარეშე ხდებოდა. როგორც ჩანს, ბოსტონის ხელმძღვანელობა რისკზე არ მიდის და გუნდის ლიდერს დასვენების საშუალებას მისცემს.