კაირი ირვინგი ჰეივარდის ქმედებით უკმაყოფილოა [ვიდეო]
კაირი ირვინგი ჰეივარდის ქმედებით უკმაყოფილოა [ვიდეო]

„ბოსტონ სელტიკსმა“ NBA-ს რეგულარულის უკანასკნელ ტურში „ორლანდო მეჯიქთან„ სტუმრად ბოლო წამებზე 105-103 წააგო. ის სცენარი, რომელიც მატჩის ბოლოს განვითარდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერისთვის მიუღებელი იყო.

კაირი ირვინგმა არ დამალა საკუთარი უკმაყოფილება თანაგუნდელის, გორდონ ჰეივარდის მიერ ჯეისონ ტატუმზე მიცემილ პასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა შეხვედრის გასათანაბრებელი ტყორცნა ვერ გამოიყენა და „სელტიკსმა“ მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო.

ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ მიდის შეხვედრის დასრულების შემდეგ ირვინგი ჰეივარდთან და მას უკმაყოფილო სახით ესაუბრება.