კაირი ირვინგი დაბრუნდა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონს კაირი ირვინგი დაუბრუნდა. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ბრუკლინის“ გამთამაშებელი „ატლანტასთან“ საშინაო მატჩში დაბრუნდა და საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა.

ირვინგმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა, თუმცა ეს დრო საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „ნეთსის“ შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. საბოლოოდ, მატჩი ბრუკლინელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 108:86 დასრულდა.

დატოვე კომენტარი