კაირი ირვინგი „ბრუკლინს“ მომდევნო ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება
კაირი ირვინგი „ბრუკლინს“ მომდევნო ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება

„ბრუკლინისთვის“ 2019-20 წლების სეზონი ჯერჯერობით საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. გუნდს 8 მოგება და 8 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

მოგეხსენებათ, რომ ტრავმა აქვს გუნდის ახალწვეულს კევინ დურანტს, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე სეზონზე ვერ იასპარეზებს. კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის კაირი ირვინგი, რომელმაც მხრის ტრავმის გამო, უკვე მეხუთე შეხვედრა გამოტოვა.

როგორც ჩანს, „ნეთსის“ გამთამაშებელი გუნდს ვერც მომდევნო მატჩებში დაეხმარება. „ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ირვინგს კიდევ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.