კაილ უოკერი კარიერას „ბარნლის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
კაილ უოკერი კარიერას „ბარნლის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT

ინგლისელმა მცველმა, კაილ უოკერმა პრემიერლიგის კლუბ „ბარნლისთან“ კონტრაქტი გააფორმა. გამოცდილი ფეხბურთელი ბოლო ექვსი თვის მანძილზე „მილანში“ იჯარის წესით თამაშობდა.

35 წლის უოკერი „ბარნლიში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა, ხუთ მილიონი გირვანქის მიღებას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ უოკერი გუნდის მატჩების მინიმუმ 70 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას და „ბარნლი“ ელიტურ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს.

უოკერი „სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობდა. 2023 წელს ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო.