კაილ უოკერი ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩით დასაჯეს #1TVSPORT
კაილ უოკერი ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩით დასაჯეს #1TVSPORT

უეფა-ს პრესსასამსახურმა გამოაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მცველის კაილ უოკერის დისკვალიფიკაციის შესახებ. ინგლისელი ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში.

ასე რომ, უოკერი გამოტოვებს „სპორტინგთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალს ასევე პირველ მეოთხედფინალს, თუ იქ „მანჩესტერ სიტი“ გააღწევს.