კაია კალასი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აწერს ხელს - „ვენესუელის ხალხის უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი, პატივისცემით უნდა იყოს დაცული“
ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ევროკავშირი მოუწოდებს „ყველა მხარეს სიმშვიდესა და თავშეკავებისკენ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აწერს, უნგრეთის გარდა, აღნიშნულია, რომ „ვენესუელის ხალხის უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი, პატივისცემით უნდა იყოს დაცული“.
„ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემა რჩება ერთადერთ გზად ვენესუელისთვის, რომ აღადგინოს დემოკრატია და მოაგვაროს მიმდინარე კრიზისი“, – აღნიშნულია განცხადებაში.