კაია კალასი – ევროკავშირს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე საზღვაო მისიის გაფართოება

23:10, 16.03.2026

ევროკავშირს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე საზღვაო მისიის გაფართოება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მკაფიო სურვილი, რომ გაძლიერდეს ახლო აღმოსავლეთში მოქმედი საზღვაო მისია, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მზადყოფნა, შეიცვალოს მისიის მანდატი და გავრცელდეს ჰორმუზის სრუტეზე.

„დისკუსიისას აშკარად გამოიკვეთა სურვილი, რომ ოპერაცია გაძლიერდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის განწყობა, შეიცვალოს ოპერაციის  მანდატი“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი