ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გრენლანდიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, დანიას და მის ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას, მაგრამ ასევე არ უნდა შევიდეთ სპეკულაციებში, რადგან ეს სიტუაცია ახლა არ არის“, – განაცხადა კალასმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია მის მოსახლეობას ეკუთვნის.