კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი პალესტინის ხელისუფლებისთვის ფინანსურ დახმარებას გაზრდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი პალესტინის ხელისუფლებისთვის ფინანსურ დახმარებას გაზრდის.
„დახმარების პაკეტის ღირებულება 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ევროკავშირი დააბანდებს რესურსებს აუცილებელ ინფრასტრუქტურაში, გასცემს ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარს დაუჭერს ლტოლვილებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა სუიცამ განაცხადა, რომ დახმარების პაკეტიდან 620 მილიონი ევრო მოხმარდება პალესტინის ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერასა და რეფორმებს, 576 მილიონი ევრო – დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის აღდგენასა და გაძლიერებას, ხოლო 400 მილიონი ევრო გაიცემა სესხის სახით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს ბანკის მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებას.