კაი ჰავერცმა „ბაიერნში“ გადასვლა გადაწყვიტა
კაი ჰავერცმა „ბაიერნში“ გადასვლა გადაწყვიტა

გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი კარიერის გაგრძელების ახალ ადგილზე ჩამოყალიბდა.

როგორ გამოცემა „კიკერი“ წერს, 20 წლის ნახევარმცველს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა სურს. გერმანიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი შუახაზის გაძლიერებას სწორედ ჰავერცში ხედავს.

„ლევერკუზენი“ თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის მიღებას იმედოვნებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბაიერნმა“ ჰავერცს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წლიური რვა მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

ჰავერცით ასევე ინგლისური გრანდები – „ლივერპული“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებოდნენ.

ნახევარმცველმა ამ სეზონზე ბუნდესლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.