კაი ჰავერცის ტრანსფერში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ეცილებიან
კაი ჰავერცის ტრანსფერში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ეცილებიან

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით კლუბს შეიცვლის, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხლიველი ნიკოლო სკირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „ჩელსი“ და „ბაიერნი“ პარალელურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობასთან, რომ 20 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში დაისაკუთრონ.

როგორც ცნობილია, კაი ჰავერცის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. ნიკოლო სკირა წერს, რომ ლონდონელები მზად არიან ხელფასის სახით ჰავერცს სეზონში რვა მილიონი ევრო გადაუხადონ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.