კაი ჰავერცი „არსენალში“ გადავიდა #1TVSPORT
კაი ჰავერცი „არსენალში“ გადავიდა #1TVSPORT

კაი ჰავერცი „ჩელსიდან“ „არსენალში“ გადავიდა, – ინფორმაციას „მეთოფეების“ პრესსამსახური ავრცელებს. 24 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერში „არსენალმა“ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, კონტრაქტი კი 2028 წლამდე გაფორმდა.

ჰავერცი „ჩელსის“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი გერმანელ ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ აფასებს.