კაფუს ვაჟი ფეხბურთის თამაშისას გარდაიცვალა
კაფუს ვაჟი ფეხბურთის თამაშისას გარდაიცვალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ბრაზილიელ კაფუს, 29 წლის შვილი გარდაეცვალა. გამოცემა „გლობო ესპორტეს“ (Globo Esporte) ინფორმაციით, დანილო მეგობრებთან ფეხბურთის თამაშისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. დანილოს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბრაზილიის ნაკრებში კაფუს ყოფილმა პარტნიორმა პაულო სერჟიომ.

კაფუს მსოფლიოს ჩემპიონატი 1994 და 2002 წლებში აქვს მოგებული.