კაფუ 49 წლის გახდა

12:00, 07.06.2019

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი კაფუ (მარკუს ევანჯელისტა დი მორაეში) 1970 წლის შვიდ ივნისს ბრაზილიაში, სან-პაულუში დაიბადა.

იგი არის პირველი და დღემდე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ სამჯერ ითამაშა და აქედან ორი – 1994 და 2002 წლებში, მოიგო.

მისი სანაკრებო და საკლუბო მიღწევებია: მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ – 1994,2002; ფინალისტი – 1998; კოპა ამერიკის გამარჯვებული – 1997, 1999; კონფედერაციის თასი – 1997; მსოფლიო ჩემპიონატების ოთხგზის მონაწილე – 1994, 1998, 2002, 2006; შტატ სან-პაულუს ჩემპიონი (4): 1989, 1991, 1992, 1996; ლიბერტადორესის თასის მფლობელი (2) – 1992, 1993; საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2) – 1992, 1993; ლიბერტადორესის სუპერთასის მფლობელი (1) – 1993; სერია A-ს ჩემპიონი – 2000/2001, 2003/2004; იტალიის სუპერთასის მფლობელი (2) – 2001, 2004; „უეფას“ (UEFA) სუპერთასის მფლობელი (2) – 2003, 2007; „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1) – 2006/2007; „ფიფას“ (FIFA) მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1) – 2007; რეკოპას ჩემპიონი (2) – 1993, 1994.

მსგავსი