კაელ ლაური და „ტორონტო“ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. 33 წლის გამთამაშებელი „რეპტორსში“ კიდევ ორი წელი ითამაშებს და ამ დროის მანძილზე $64 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი მარკ ბარტელშტეინი ავრცელებს.
კაელ ლაური კანადური გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს. „ტორონტოსთან“ ერთად მან წელს პირველად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტული.