კაელ კუზმამ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, 41 ქულა „დეტროიტთან“ (ვიდეო)
კაელ კუზმამ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, 41 ქულა „დეტროიტთან“ (ვიდეო)

ნბა-ს რეგულარულ სეზონზე რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“.

ლებრონ ჯეიმსის და რაჟან რონდოს გარეშე გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ბოლო 7 ჩატარებული მატჩიდან „ლეიკერსმა“ მხოლოდ 2 მოიგო. დღეს გამთენიისას „სტეიპლს ცენტრში“ „დეტროიტის“ წინააღმდეგ წარმატების მიღწევა ლუკ ვოლტონის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ლოს ანჯელესელებმა მატჩი 13 ქულის სხვაობით მოიგეს, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ახალგაზრდა კაელ კუზმა იყო, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი 41 ქულა ჩააგდო. მატჩის შემდგომ მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა კალათბურთელი ნაჩვენები შედეგით უაღრესად კმაყოფილი იყო.

„ლეიკერსს“ გუნდის ლიდერის ლებრონ ჯეიმსის გარეშე ასპარეზობა სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე მატჩი მოუწევს.