„კადისში“, შესაძლოა, მესამე ქართველიც გადავიდეს – ესპანური კლუბი მექვაბიშვილის დამატებას შეეცდება #1TVSPORT
იური ტაბატაძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის შემდეგ ლა ლიგა 2-ის „კადისი“ ანზორ მექვაბიშვილის დამატებასაც ფიქრობს – ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi Sport-ი ავრცელებს.
„ესპანური კლუბი, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს, კრაიოვის „უნივერსიტეტეასთან“ ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველით ასევე ათენის აეკ-ი და „ხეტაფე“ დაინტერესდნენ.
„კადისი“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, მაგრამ საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მხარეები ფინანსურ საკითხზე შეთანხმებას – ცოტა ხნის წინ რუმინეთის ჩემპიონმა ერთ-ერთ კლუბს, რომელიც ტრანსფერში ხუთი მილიონ ევროს სთავაზობდა, უარი უთხრა.
მექვაბიშვილი კრაიოველთა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და გასულ სეზონში ტიტულების მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს“, – წერს რუმინული გამოცემა Digi Sport-ი.
„უნივერსიტატეა“ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. რუმინული კლუბი პლეიოფის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე „არარატ-არმენიას“ შეხვდა, მატჩი 1:1 დასრულდა. მექვაბიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.