„კადისის“ მწვრთნელი – ქართველი ლეგიონერები ჯერ ვერ დაგვეხმარებიან #1TVSPORT
„იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი ლა ლიგა 2-ის უახლოეს შეხვედრებში ვერ დაგვეხმარებიან“, – ქართველი ლეგიონერების მდგომარეობაზე, რომლებიც ტრავმირებულები არიან, „კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა „გრანადასთან“ შეხვედრამდე ისაუბრა.
„ახლაც იგივე ფეხბურთელები გვაკლია, რომლებიც გასულ კვირას ვერ გვეხმარებოდნენ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ იური ტაბატაძე 29 ოქტომბერს, „ხერესთან“ სათასო შეხვედრისთვის მზად არ იქნება. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მის მდგომარეობას ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ. თუ გიორგის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართება, შესაძლოა, მომავალ კვირას დავტვირთო“, – განაცხადა „კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა.
„კადისმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ 7 ქულით 24-გუნდიან ტურნირში 22-ე ადგილს იკავებს.