კადიროვი – მეივეზერს გროზნოში ცხოვრება და რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს
LOS ANGELES, CA - AUGUST 14: Boxer Floyd Mayweather Jr. attends the New York Liberty vs the Los Angeles Sparks WNBA basketball game at Staples Center on August 14, 2018 in Los Angeles, California. (Photo by Leon Bennett/Getty Images)
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, ამერიკელ მოკრივე ფლოიდ მეივეზერს რუსეთის მოწალაქეობის მიღება სურს.
„მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხშირად სტუმრობს გროზნოს. ის ჩვენთან ისე ჩამოდის, როგორც საკუთარ სახლში. მეივეზერი ამბობს, რომ ჩეჩნეთში სახლის აშენება, გროზნოში ცხოვრება და რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს. მე მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს,“ – ციტირებს „რია ნოვოსტი“ კადიროვს.
მეივეზერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხუთ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მანვე, 1996 წლის ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი აიღო.
მოკრივე რამზან კადიროვს წარსულშიც არაერთხელ ესტუმრა. მისი ბოლო ვიზიტი 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში შედგა, როდესაც ჩეჩნები გროზნოს დაარსების ორასი წლის თავს ზეიმობდნენ.