კაცნაკლულმა „სლოვნმა“ ბოსნიაში წააგო - ქართულმა სამეულმა ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
კაცნაკლულმა „სლოვნმა“ ბოსნიაში წააგო - ქართულმა სამეულმა ძირითადში ითამაშა #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი მატჩი ბრატისლავასსლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, რომელიც ვლადიმერ ვაისის გუნდმა მოსტარშიზრინსკისთან“ 1:0 დათმო.

ზრინსკიმ“ პირველივე წუთებიდან შეუტია და სლოვაკებზე ზეწოლა გააძლიერა. ბოსნიელთა ზეწოლის შემდეგ „სლოვანის“ კართან სახიფათო მომენტი სწრაფად შეიქმნა, მაგრამ გურამ კაშიამ გუნდი ნემანია ბილბიას დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.

სლოვაკები პირველად რეალურდ ბოსნიელთა კარს მე-17 წუთზე დაემუქრნენ, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ ულამაზესი პასით იური მედვედევი იპოვა, მაგრამ მან შეტევა ვეღარ განავითარა. პირველი ტაიმის დასასრული მოსტარელთა უპირატესობით მიმდიოდა, თუმცა შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

საკვანძო მომენტი 69-ე წუთზე დადგა, როდესაც „სლოვანი“ ათი მოთამაშით დარჩა. ტიგრან ბარსეიგანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამით ბოსნიელებმა ისარგებლეს და კარი 89-ე წუთზე ნემანია ბილბიამ ზუსტი თავური დარტყმით აიღო და „ზრინსკის“ გამარჯვება მოუტანა – 1:0.

ბრატისლავასსლოვანისა“ და მოსტარისზრინსკის“ განმეორებითი მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება. ამჯერად მასპინძელი სლოვაკეთის ჩემპიონი იქნება.