კაცნაკლულმა „გაგრამ“ ხასიათი გამოავლინა და კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტური აუტსაიდერების დაპირისპირებით გაიხსნა – „გაგრამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაძაბული და უხეშიც გამოდგა, მთავარ არბიტრს კი ორი წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. 34-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ ივანე ფოცხვერიას ფეხი ჩაარტყა და ეპიზოდის ვიდეორეფერიზე გდამოწმების შემდეგ მოდნიდან გააძევეს.

ათი კაცით დარჩენილმა „გაგრამ“ ხასიათი გამოავლინა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. 45+2-ე წუთზე, სანდრო შეწირულის გადაცემის შემდეგ, თამაზ მაქაცარიამ ანგარიში ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა. 47-ე წუთზე კი მისივე წამოწყებული შეტევა გიორგი ლომთაძემ დააგვირგვინა და მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.

ბოლნისელებამ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – „გაგრას“ კარი მიმდინარე სეზონში ბოლნისელთა საუკეთესო მოთამაშემ, ნიკა ხორხელმა 54-ე წუთზე ეფექტურად აიღო და „სიონს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. თუმცა, 68-ე წუთზე ბოლნისელებიც კაცნაკლულები დარჩნენ – დავით ზურაბიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ანგარიში აღარ შეცვლილა – „გაგრამ“ 2:1 მოიგო, 33 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და სამი ქულით გადაასწრო უშუალო კონკურენტს, მე-9 ადგილზე დარჩენილ „სიონს“ (33), ხოლო მეშვიდეადგილოსან „თელავთან“ (34) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.