კაცნაკლული „სლოვანი“ „ოლიმპიაკოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა - გადამწყვეტი დარტყმა ჩაკვეტაძემ გააფუჭა [ვიდეო] #1TVSPORT
კაცნაკლული „სლოვანი“ „ოლიმპიაკოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა - გადამწყვეტი დარტყმა ჩაკვეტაძემ გააფუჭა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბრატისლავასსლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელია, საკუთარ მოედანზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ევროსეზონს გააგრძელებს.

სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ფეხბურთელი დააყენა – გურამ კაშიაც, ჯაბა კანკავაც და გიორგი ჩაკვეტაძეც ბრატისლაველთა სასტარტოში იყვნენ. სამივემ 90 წუთი ითამაშა, საფინალო სასტვენამდე 90+1-ე წუთზე კი ვაისმა კანკავა შეცვალა.

პირველი მატჩი გასვლაზე სლოვაკეთის გუნდმა 1:1 დაასრულა და საკუთარ მოედანზე თამაშს მცირედი უპირატესობით ატარებდა. მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 65-ე წუთზე საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით ანგარიში „ოლიმპიაკოსის“ დანიელმა შემტევმა ფილიპ ზიკერნაგერმა გახსნა.

სლოვანი“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. შანსის შესანარჩუნებლად მინიმუმ ანგარიშის გათანაბრება სჭირდებოდა. 90-ე წუთზე, ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ, მცველმა ბურთი მოიგერია, კანკავამ კი კარში დაარტყა – დამატებაზე ივან საპონიჩმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს.

საპონიჩმა მაინც გაიტანა და კვლავ ჩაკვეტაძის გათამაშებული ჯარიმის შემდეგ. 90+4-ე წუთზე, გიორგიმ ბურთი უჩე აგროს გადააწოდა, რომელმაც კარში ძლიერად დაარტყა, ბურთს კარის წინ საპონიჩი დახვდა და წონასწორობა აღადგინა. მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე არბიტრმა ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, სლოვაკების მცველი მენტი აბენა გააძევა და მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„ოლიმპიაკოსმა“ რიცხობრივი უპირატესობით დამატებულ დროში ისარგებლა – 101-ე წუთზე აგიბუ კამარამ გურამ კაშიას დაასწრო და ბერძნები დააწინაურა. კაშიამ თავისი შეცდომა მეორე ტაიმის დამატებულ დროში გამოასწორა – ჯარიმა ისევ ჩაკვეტაძემ შეასრულა, კაშიას გადაცემით კი 108-ე წუთზე ანდრე გრინმა ანგარიში მეორედ გაათანაბრა 2:2.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიში (1:1, 2:2) დაფიქსირდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ბერძნებმა უკეთ შეასრულეს (3:4). სამწუხაროდ, „სლოვანიდან“ ბოლო პენალტი ჩაკვეტაძემ შეასრულა, რომელმაც შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩაატარა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა გააფუჭა და ევროპალიგის პლეი ოფში „ოლიმპიაკოსი“ გავიდა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „სლოვანმა“ წააგო და ევროპის ლიგას გამოეთიშა, მაგრამ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გადაერთვება და ჯგუფურ ეტაპზე გასვლას შეეცდება.