კაცი ნიღბით, რომელიც ჩემპიონატში საუკეთესოა - ლორიას ვაჟკაცობამ კვიპროსელები აღაფრთოვანა
კაცი ნიღბით, რომელიც ჩემპიონატში საუკეთესოა - ლორიას ვაჟკაცობამ კვიპროსელები აღაფრთოვანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საშინაო არენაზე „ნეა სალამინა“ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და პირველ ადგილზეა – ახლა ქართველების გუნდმა კონკურენტს, ნოქოზიას „ომონიას“ ოთხი ქულით გადაასწრო.

ფამაგუტას გუნდში მოთამაშე ქართველები კვიპროსზე საქართველოს კარგ იმიჯს უქმნიან. ამაზე მეტყველებს კვირპოსული მედიის გამოხმაურება. ბოლო შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებით გიორგი ლორიას თამაში გამოარჩიეს, რომელმაც 90+2 წუთზე „ნეა სალამინას“ მწვავე შეტევის შემდეგ „ანორთოსისი“ გადაარჩინა და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

კვიპროსელები საქართველოს ნაკრების მეკარის ვაჟკაცობამ აღაფრთოვანა, რომელმაც „აპოელთან“ მიღებული ცხვირის ტრავმის გამო თამაში დამცავი ნიღბით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოიხსნა და თამაში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გააგრძელა.

„გიორგი ლორია იყო პირველი, რომელიც „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიამ მიიწვია. ქართველ მწვრთნელს ისეთი მეკარის მიწვევა სურდა, რომელიც გუნდის მყარი ზურგი და საიმედო დაცვის გარანტი იქნებოდა. ქეცბაია არჩევანში არ შემცდარა. მისი თანამემამულე გუნდის ნდობას იმსახურებს და კვიპროსის წლევანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა თუ არა – საუკეთესო. „ნეა სალამინთან“ ლორიამ გუნდი 90+2 წუთზე გოლისგან იხსნა. ქართველმა მატჩი დამცავი ნიღბით დაიწყო, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ მოიხსნა, რითაც თავი ტრავმის გამეორების საფრთხის წინაშე ჩაიდგო“ – წერს კვიპროსული გამოცემა philenews.

via GIPHY