კაჭარავას „სენტრ ტრუიდენში“ გადასვლა პანდემიამ ჩაუშალა - აგენტი კლუბთან მოლაპარაკებებს მაინც აგრძელებს
კაჭარავას „სენტრ ტრუიდენში“ გადასვლა პანდემიამ ჩაუშალა - აგენტი კლუბთან მოლაპარაკებებს მაინც აგრძელებს

შესაძლოა, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ქართველმა თავდამხმელმა ნიკა კაჭარავამ დატოვოს, – ინფორმაციას გამოცემა „ფილნიუსი“ ავრცელებს

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელით ბელგიელები მარტში დაინტერესდნენ, მაგრამ ტრანსფერს ხელი პანდემიამ შეუშალა.

„ქართველი თავდამსხმელისადმი რეალური ინტერესი არსებობს. კორონავირუსის პანდემიამდე, საფეხბურთო მენეჯერები „ანორთოსისისა“ და ბელგიური „სენტ-ტრუიდენის“ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ბელგიური კლუბი მზად იყო, ქართველის ტრანსფერში მნიშვნელოვანი თანხა გადაეხადა. თუმცა, პანდემიამ ვითარება შეცვალა, რადგან ახლა გუნდების უმეტესობას ასეთი ტრანსფერების განხორციელების საშუალება აღარ აქვს. „სენტ-ტრუიდენიც“ მათ შორისაა, მაგრამ კაჭარავას ტრანსფერი ბოლო დღეებში ისევ აქტუალური გახდა, მოლაპარაკებები გრძელდება და შესაძლოა, მან ფანაგუსტას კლუბი მაინც დატოვოს“, – ამტკიცებს „ფილნიუსი“.

პანდემიამდე კვიპროსულ მედიაში გაჟღერდა ნიკა კაჭარავას და „ანორთოსისს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები – ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბს კვიპროსელებისგან ტრანსფერის გამოსყიდვა 500 000 ევროს გადახადის შემთხევვაში შეუძლია.