კაჭარავამ „სამტრედია" ჩაიბარა
კაჭარავამ „სამტრედია" ჩაიბარა

პირველი არხის ინფორმაციით, ეროვნული ლიგიდან გავარდნილი „სამტრედია“ კახა კაჭარავამ ჩაიბარა. 52 წლის სპეციალისტი დასრულებულ სეზონში თბილისის „დინამოს“ ავარჯიშებდა.

52 წლის კახა კაჭარავამ საფეხბურთო კარიერა სამტრედიულ კლუბ „ლოკომოტივში“ (1986–1987) დაიწყო და 2001 წელს ასევე სამტრედიაში, „იბერიაში“ დაასრულა.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში უთამაშა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, კვიპროსის „ოლიმპიაკოსში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, ბერლინის „ტენის–ბორუსიაში“, „ჰომბურგსა“ და „ვალდჰოფში“.

მის სამწვრთნელო კარიერაში დიდი როლი თბილისის „დინამომ“ ითამაშა, სადაც 2006 წლიდან მუშაობდა, 2009-2011 წლებში მთავარ მწვრთნელად იმუშავა, 2012-2013 წლებში „ზესტაფონი“ ჩაიბარა, 2013 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ავარჯიშა, 2013–2017 წლებში – „ცხინვალი“, ხოლო 2017 წელს ისევ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა და 2018 წლამდე იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ „სამტრედია“ 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ორი წლის შემდეგ გუნდი ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა.