კაჭარავამ გოლი გაიხსენა - ქართველმა კვიპროსში დუბლი შეასრულა [ვიდეო]
კაჭარავამ გოლი გაიხსენა - ქართველმა კვიპროსში დუბლი შეასრულა [ვიდეო]

ნიკა კაჭარავამ კვიპროსში დაბრუნების შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა. მან კვიპროსის თასის მერვედფინალში დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ გასვლაზე მეორე დივიზიონის ჰლორაკას „აკრიტასს“ ესტუმრა და 7:0 გაანადგურა.

ნიკა კაჭარავამ თავი მატჩის ბოლოს გამოიჩინა – 83-ე წუთზე მეტოქის კარი პირველად აიღო, ხოლო 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თუმცა, ამ ორ გოლს შორის მეკარესთან პირისპირ სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელი მიხალ დურიში დატოვა და გაატანინა.

24 წლის ქართველი კვიპროსში წელს დაბრუნდა, გოლის გატანა 10 შეხვედრაში ვერ მოახერხა და როგორც იქნა, ნავსი გატეხა.