კაჭარავამ გოლები გაიხსენა - ზედიზედ მეოთხე ქართული გოლი კვიპროსში
კაჭარავამ გოლები გაიხსენა - ზედიზედ მეოთხე ქართული გოლი კვიპროსში

ნიკა კაჭარავამ კვიპროსში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე–13 ტურში, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პაფოსს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 23-ე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა და მეტოქის კარში პირველი გოლის ავტორი გახდა.

„ანორთოსისის“ სათადარიგოთა სკამზე იყო გუნდის მეორე ქართველი თავდამსხმელი, ბექა მიქელთაძე, რომელიც მეოდანზე 75–ე წუთზე გამოჩნდა. თამაში კი საკმაოდ უცნაური გამოდგა – ორივე გუნდმა ავტოგოლი გაიტანა და საბოლოოდ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კაჭარავამ 5 დეკემბრის შემდეგ, კვიპროსის თასსა და ჩემპიონატზე “ანორთოსისში” მესამე შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ქართველების გუნდმა 13 ტურში 20 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.