კაჭარავამ გაიტანა, „ანორთოსისმა“ წააგო
კაჭარავამ გაიტანა, „ანორთოსისმა“ წააგო
ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამან გუნდს ვერ უშველა – ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 1:2 დამარცხდა.
 
თემურ ქეცბაიას გუნდმა ლარნაკას „აეკ“-ს საშინაო არენაზე უმასპინძლა და 49-ე წუთზე 0:2 აგებდა. ორივე გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა, ივან ტრიჩკოვსკიმგაიტანა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირია (18 მატჩში 20 გოლი).
ქართველებიდან „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშეს – ორივემ შეუცვლელად. ჯანო ანანიძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო კაჭარავა – 68-ეზე. კაჭარავამ გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ გუნდს ვეღარ უშველა.
კაჭარავამ 17 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. „ანორთოსისი“ 43 ქულით კვიპროსის ჩემპიონატს ისევ ლიდერობს და კონკურენტს, ნიქოზიას „ომონიას“ ქულით ასწრებს. მაგრამ ნიქოზიელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.