კაჭარავამ ძირითადში გამოჩენა საგოლე პასით აღნიშნა - „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგაზე ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ქართველების „ანორთოსისმაანდონის პანდოპუს არენაზე“ ესტონეთის „ფლორა“ მიიღო, მაგრამ დიდი უპირატესობის მიუხედავად, მეტოქე ვერ დაამარცხა.

ნიკა კაჭარავა ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და 59-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოებში იყვნენ და არ უთამაშიათ.

კაჭარავამ თავის გამოჩენა 28-ე წუთზე შეძლო. ნიკა კაჭარავამ საგოლე გადაცემა გაუკეთა დენის პოპოვიჩს, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მანამდე კი ესტონელების კარი მილოშ დელეტიჩმა 25-ე წუთზე აიღო და „ანორთოსისი“ 2:0 დაწინაურდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ეს უპირატესობა და მოგების რეალური შანსი გაანიავა. ესტონელებმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მატჩის ბოლოს ორივე გოლი გაქვითეს – ესტონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რაუნო საპინენმა დუბლი შეასრულა (38 და 79 წუთებზე) და მატჩი 2:2 დასრულდა.

3 ტურის შემდეგ ფამაგუსტელებს სატურნირო ცხრილში 1 ქულა ისევე, ისევე როგორც ესტონელებს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით „ანორთოსისი“ ბოლო ადგილზეა.