კაჭარავა პოლონეთში ითამაშებს - პოზნანის „ლეხმა“ 250,000 გადაიხადა
კაჭარავა პოლონეთში ითამაშებს - პოზნანის „ლეხმა“ 250,000 გადაიხადა

ნიკა კაჭარავამ პოლონური კლუბის, პოზნანისლეხის“ წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი მალე პოლონეთში თვითმფრინავით გაემგზავრება და გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს – ინფორმაციას კვიპროსული რადიო „აქტივი“ ავრცელებს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და პოზნანისლეხი“ტრანსფერის ყველა პირობაზე შეთანხმდნენ, რაც ითვალისწინებს 26 წლის ფეხბურთელის იჯარას 2020-21 წლების სეზონში, მომავალ ზაფხულში კი პოლონური გუნდი მოთამაშის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს. „ლეხი“ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში საიჯარო კონტრაქტის მთელ თანხას, 250 000 ევროს გადაიხდის, ხოლო თუ 2021 წლის ზაფხულში მოისურვებს, კაჭარავას ტრანსფერს გადაიფორმებს წინასწარ შეთანხმებული თანხის საფასურად, რაც ინფორმაციის თანახმად, 250 000 ევროს შეადგენს,“ – წერია რადიო „აქტივის“ ვებ-გვერდზე.

რადიო „აქტივში“ გაჟღერებული ცნობის თანახმად, „ანორთოსისის“ მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნიკა კაჭარავას შეხვდა. თავდაპირველად კაჭარავა ყოყმანობდა და ამბობდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის 2-3 დღე დასჭირდებოდა, რადგან, მისი თქმით, კვიპროსში ცხოვრებით და თამაშით აბსოლუტურად კმაყოფილი იყო. ფამაგუსტას გუნდმა კაჭარავას განუმარტა, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს და საამისოდ ერთი დღე მისცა.

ქართველმა ფორვარდმა პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც ის კელჩესკორონაში“ 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა.